საერთაშორისო კონფერენცია ,,მედიაცია და არბიტრაჟი–ეროვნული და გლობალური გამოწვევები“ ადვოკატთა ასოციაციის თანადაფინანსებით ტარდება

9 ივნისი 2014

9 ივნისს  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კონფერენციამ ,,მედიაცია და არბიტრაჟი–ეროვნული და გლობალური გამოწვევები“. კონფერენციაზე განიხილება თემები: ეთიკური ვალდებულებანი შეთანხმების პროცესში, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ დავათა გადაწყვეტა, როგორ ჩამოვაყალიბოთ სასამართლო მედიაციის სისტემა, პირველი შრომითი მედიაცია საქართველოში–საფუძველი საქართველოში მედიაციის შემდგომი განვითარებისათვის, მედიაცია, როგორც დანაშაულის პრევენციის ინსტრუმენტი–მიღწევები და გამოწვევები, დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალებების ფორმატი საქართველოში. საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მათ შორის  ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირაკლი ყანდაშვილი და დავით ასათიანი.

საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას 10 ივნისს დაასრულებს.

 

კონფერენცია ორგანიზებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული  გადაწყვეტის ეროვნული ცენტრთან (NCADR), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ( GBA) თანამშრომლობით.   

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი